logo
ENG



"არა მილიციას! არა ძალადობას!" - საპროტესტო აქცია შსს-თან

25 იან 202215:24
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები შშმ მოზარდზე პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.

"არა მილიციას. არა ძალადობას", - სწორედ მსგავსი შინაარსის ბანერები აქვთ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. შსს-ს შენობასთან იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციისა და პარტიის წარმომადგენელი, აქტივისტი, ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც არიან შშმ პირები.

"არ გვინდა, რომ ყოველდღე ახალგაზრდებს რაღაცის გვეშინოდეს. პოლიციელი უნდა ასოცირდებოდეს უფლებების დაცვასთან და არა ძალადობასთან", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რამდენიმე აქტივისტს შსს-ს შენობის წინ სტიკერების გაკვრა უნდოდა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს. 


close დახურვა